Powered By Blogger

Thursday 19 April 2012


"გენეზისის" საქველმოქმედო საქმიანობის მოკლე ისტორია
1996 წელს “გენეზისმა" პროექტის “ექიმები ბორბლებზე" ("Doctors on Wheels") ფარგლებში დაიწყო აღმოსავლეთ საქართველოს ბავშვთა სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრებისა და ინტერნატებისათვის უფასო სამედიცინო კონსულტაციებისა და სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
1996-1998 წლებში “გენეზისის" ხელშეწყობით კვლევა და ხანგრძლივი მკურნალობა ჩაუტარდა ეპილეფსიით და ძვალ-სახსართა თანდაყოლილი ანომალიებით დაავადებულ ინვალიდ ობლებს (კასპის ინვალიდ ბავშვთა ფსიქო-ნერვოლოგიური პანსიონატი).
1998 წლიდან “გენეზისმა" დაიწყო მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ობლებისათვის საქველმოქმედო კლინიკის აწყობა, რომელიც 2001 წლის ოქტომბერში გაიხსნა და ფუნქციონირებდა თბილისში, დიდუბის რაიონში. კლინიკა უფასო სამედიცინო დახმარებას (პედიატრის, გინეკოლოგის, ქირურგის კონსულტაციები, ლაბორატორიული და ინსტრუმენ-ტული კვლევა, პირველადი გადაუდებელი და ამბულატორიული ქირურგიული მომსახურება) უწევდა მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და ეგრეთ წოდებულ “ქუჩის ბავშვებს".
მიზნობრივი საქველმოქმედო ჯგუფი:
”გენეზისის” საქველმოქმედო საქმიანობის პერიოდში(1996-2010წ.) საქართველოს სარეაბილიტაციო ცენტრებსა და ინტერნატებში დაახლოებით 5500 ბავშვი იზრდებოდა. 2500 ბავშვი ღია ცის ქვეშ მუშაობდა ან/და ცხოვრობდა. ასოციაცია “გენეზისი" მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 1000-მდე ბავშვს ეხმარებოდა, მათ შორის რეგულარულ სამედიცინო მომსახურებას უწევდა დაახლოებით 700-მდე ბავშვს, რომლებიც ცხრა სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრში, საბავშვო სახლში ან ქუჩაში ცხოვრობდნენ. დამატებით 236 ბავშვი “გენეზისი"-საგან იღებდა ნაკლებად რეგულარულ სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარებას.